ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული. სამართალდამცველები განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არტურ გაბრიელიანის სახლთან პატრულირებენ, რატომ იმყოფებიან ისინი იქ, ჟურნალისტებთან არ ამბობენ და ტრადიციულად პრესცენტრთან ამისამართებენ.

პოლიცია სოფელ კულიკამთანაც დგას, სადაც დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ახალგაზრდა ცხოვრობდა.

სავარაუდოდ ახალქალაქი უკვე დატოვა მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა.

შეგახსენებთ რომ მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, ახალქალაქში 8 აგვისტოს ღამით მოხდა. 

ერთმანეთს ხელკეტებით, ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ და დაარბიეს სახლები, გადაწვეს სასტუმრო.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

27 წლის ვართიკ მირანიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაშია. არტურ გაბრიელიანისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ მიიიღო. 

გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ბრალდებულის უფლებადამცველი, რომელიც სახაზინო ადვოკატია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ეს ბრალდებულის სურვილი იყო, რადგან გაბრიელიანი შიშობს, რომ გარეთ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი