დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიშის შედეგად მარცვლეულის ანგარი დაზიანდა - დაშავდა 6 პირი

გამოქვეყნდა:

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ოთხი კლინიკაში გადაიყვანეს. 

მანამდე ცნობილი იყო 4 დაშავებულის შესახებ.

"რუსმა ტერორისტებმა ამ ღამით კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის რეგიონს. ამჯერად სამიზნე იყო მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა. ოთხი საათის განმავლობაში რუსები უტევდნენ პორტებს შაჰიდ-136 დრონებით. სამი უპილოტო საფრნმა აპარატი გაანადგურა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა", - წერს კიპერი.

დარტყმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა ტვირთის შესანახი ავზები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი