რუსეთმა ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი იერიში მიიტანა - დაშავდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, 24 ივლისის ღამეს რუსეთმა ისევ შეუტია სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას. საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ოდესის ოლქის თავზე 3 "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს, დარტყმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაშავდა 4 ადამიანი. 

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერგეი ბრაჩუკი ამბობს, რომ რუსები "აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე და უკრაინულ მარცვლეულზე დარტყმას".

სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთი თავს დაესხა დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურას.

"დარტყმების შედეგად განადგურდა ანგარი მარცვლეულით. დაზიანდა სხვა სახის ტვირთის შესანახი ავზები. ხანძარი ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში გაჩნდა, რომელიც დროულად ლიკვიდირებულია", - განაცხადა სამხრეთის სარდლობამ.

წინასწარი ცნობებით, ოთხივე დაშავებული პორტის თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი