
უკრაინული მედია Українська правда-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.
"მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა გვაძლევს კარგ შედეგს, გაგრძელება იქნება", - თქვა წყარომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორიდან.
წყარო ამბობს, რომ მოსკოვში გაშვებული დრონებიდან ყველამ მიაღწია, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებს.
24 ივლისს მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო. უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა. კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა ლიხაჩოვის პროსპექტზე ბიზნეს ცენტრის შენობაში. მოსკოვის მერმა თქვა, რომ მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.