სასაცილო გახდა ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება - პაპუაშვილი რუსულ უნივერსიტეტზე

გამოქვეყნდა:

"ამაზე გაკეთდა გუშინ განმარტება, მათ შორის განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ ეს არის დეზინფორმაცია და კიდევ ერთხელ არის თემა იმისთვის, რომ სიტყვა რუსული, რაც შეიძლება ბევრჯერ ჟღერდეს ქართულ მედიასივრცეში. თუ მაინც და მაინც იმაზეა საუბარი, რომ რუსული რუსული იყოს, კი ბატონო, შეგვიძლია ბევრჯერ გავიმეოროთ რუსული, რუსული, მაგრამ ეს ხომ ჩანს უკვე, საერთო ჯამში, სასაცილო გახდა უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება". 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მოგვიანებით განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნაზე არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი