ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია თქვენი ინტერესია, მოგიწოდებთ ჩახუროთ - კობახიძე ჟურნალისტს რუსულ უნივერსიტეტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული უნივერსიტეტის, ასევე, ზოგადად რუსული თემების " ჭარბი აქტუალიზაცია" კრიტიკული მედიების ინტერესია. მან არ უპასუხა კითხვას, მიესალმება თუ არა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნას.

"ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია მითუმეტეს, რომ საფუძველი არ აქვს ასეთ თემებს, არის უბრალოდ არასწორი, მე თქვენ მინდა ეს გითხრათ, ამიტომ მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ეს არ არის ჩემი ინტერესი", - თქვა კობახიძემ. 

მან ჟურნალისტებს მოუწოდა ეს თემა "ჩახურონ".

საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შესაბამის ადგილს უკვე ეძებენ.

მოგვიანებით განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნაზე არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი