გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 10-მდე "შაჰიდით" შეუტიეს

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე შეტევა 10-მდე "შაჰიდის" ტიპის დრონით სცადეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მათგან ნახევარი სხვადასხვა საშუალებებით განადგურდა.

"ამ ღამეს [რუსი დამპყრობლები] თავს დაგვესხნენ ირანული წარმოშობის "შაჰიდის" დრონებით. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამ რეგიონში. დაფიქსირდა დაახლოებით 10 დრონი," - თქვა იგნატმა.

მისი თქმით, რუსეთის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები სეშჩას აეროდრომიდან, კურსკის ოლქიდან, ჩაუდას პოლიგონიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი