კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა დედაქალაქ კიევზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც შეტევას ცდილობდა.
"ამ ღამით მტერმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. განგაში 3 საათს გაგრძელდა. მტერი იყენებდა "შაჰიდის" ტიპის ირანულ ტყვია-წამალს. ეს არის დრონებით მეექვსე თავდასხმა დედაქალაქზე ამ თვეში", - დაწერა პოპკომ.
მისივე ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, მონაცემები ზუსტდება.