პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს - დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 22 ივლისს, მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ, რის სანაცვლოდაც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ", - წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი