მიხეილ სააკაშვილი უკიდურეს კომფორტშია, დამატებითი მინიშნებები არაეთიკურია - კობახიძე სახდეპზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას არასწორს და არაეთიკურს უწოდებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში "უკიდურეს კომფორტშია".

"წარმოუდგენელია, არ ვიცი მე რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც არ არის, ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ, იგივე ვიდეოკადრებიდან, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და საპირისპიროდ როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები როცა კეთდება, არასწორია, უბრალოდ არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

24 ივლისს ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე ისაუბრა. მეთიუ მილერის თქმით, ამერიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი