შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აშშ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით შეშფოთებულია და ყურადღებით აკვირდება მის საქმეს.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას", - თქვა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა მიმართვა გაავრცელეს. დიპლომატები მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება.