EU მზადაა, უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე "სოლიდარობის გზებით" გაიტანოს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მზად არის, რომ უკრაინის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ექსპორტზე "სოლიდარობის გზების" დახმარებით გაიტანოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა, იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ გააკეთა. 

"ჩვენ მზად ვართ თითქმის ყველაფრის ექსპორტისთვის. ეს არის თვეში დაახლოებით 4 მილიონი ტონა ზეთის თესლი და მარცვლეული, ჩვენ მივაღწიეთ ამ მოცულობას გასული წლის ნოემბერში", - აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებამდე უკრაინის ექსპორტის 60% "სოლიდარობის მარშრუტების" დახმარებით იგზავნებოდა, 40% კი შავი ზღვის გავლით. 

"სოლიდარობის მარშრუტი" საშუალებას იძლევა, რომ საქონელი უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნების გავლით გავიდეს, სარკინიგზო, საავტომობილო გზებისა ან შიდა წყლის საშუალებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი