ბოლო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც პოლონეთში სოციალურ დაზღვევას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ქართველების უმეტესობა 40 წელზე უფრო ახალგაზრდაა.
პოლონეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც საქართველოს მოქალაქეები აქტიურად ეძებენ თავშესაფარსა და სოციალურ დახმარებას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირლანდიაში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან თავშესაფრის მძებნელთა შორის.
სტატისტიკას ირლანდიის ლტოლვილთა საბჭო პუბლიკაციით გამოეხმაურა. პუბლიკაციაში საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოითხოვენ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად თავშესაფარს ევროპის ქვეყნებში.
"ირლანდია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართველები თავშესაფარს ითხოვენ. ქართველები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელ 10 მთავარ ჯგუფში არიან. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო მთავარი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ზრდაზე, რადგან ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პირობები ბევრ ქართველებს სასოწარკვეთილს ტოვებს", - წერია სტატიაში.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი