25 ივლისს, თბილისში, ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის საქმეზე დაკავებული, მწერალი და პოეტი, დავით გაბისკირიაა. დაჭრილის ოჯახისთვის უცნობია რა კვეთა ჰქონდათ ბრალდებულსა და ბიზნესმენს.

"მთავარის" კითხვებს დაკავებულის ადვოკატმა არ უპასუხა. უცნობია აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ირკვევა, რომ გაბისკირია წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა და სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

"რაც თქვენ იცით, ის ვიცით ოჯახმა. საერთოდ არ ვიცი [რა კავშირი ჰქონდა] თქვენგან გავიგეთ ყველანაირი ინფორმაცია. სტაბილური მდგომარეობაა. [ვინმესთან დავა ჰქონდა?] არანაირი, უკონფლიქტო ადამიანია", - ამბობს დაჭრილი ტატო გურგენიძის და.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი