დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური "შეთანხმების რატიფიცირება" მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Apsnypress ავრცელებს.
"რატიფიცირებას" 30 -მა "დეპუტატმა" დაუჭირა მხარი, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.
"დოკუმენტი არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს", - წერს Apsnypress.
სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ "შეთანხმებას" ხელი რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობებმა სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოაწერეს.