უკრაინელმა მოფარიკავემ რუს მოწინააღმდეგეს ხელი არ ჩამოართვა - დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ოლგა ხარლანი უახლოეს ტურნირებზე იასპარეზებს

გამოქვეყნდა:

საუკეთესო უკრაინელმა მოფარიკავემ ოლგა ხარლანიმ რუსი მოწინააღმდეგის დამარცხების შემდეგ მისთვის გაწვდილ ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა და ფიცარნაგი შეძახილით "სამარცხვინო მკვლელებო" დატოვა. 

რუსი სპორტსმენი მას რამდენიმე წუთი ელოდა და ასპარეზის ადგილზე სკამიც დაიდგა, რითაც მსაჯების პროვოცირება გადაწყვიტა და საბოლოოდ როგორც ჩანს რუსს სასურველი გამოუვიდა, ხარლანი დისკვალიფიცირებულია. ის ბულგარელ მეტოქესთან ასპარეზობაზე არ დაუშვეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხარლანის დისკვალიფიკაცია მის შემდგომ კარიერაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკრაინელი სპორტსმენი უახლოეს ტურნირებზე იასპარეზებს.

მის საქციელს უკრაინის სპორტის მინისტრიც გამოეხმაურა და ოლგა ხარლანს მადლობა გადაუხადა -"შენ ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენი ხარ და ამით კიდევ ერთხელ ვამაყობთ. მთავარია შენი და უკრაინის გამარჯვება ძალიან მალე ვიზეიმოთ" წერს ვადიმ გუცაიტი საკუთარ სოციალურ გვერდზე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი