საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი - TI

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეგისტრირებული 21,300 კომპანიიდან მხოლოდ 1,700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაცია წერს, 1 700-მდე კომპანიის:

  • 82,1% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს;
  • 4,4% - განათლების, ხელოვნებისა და გართობის;
  • 4,9% - დიზაინერულ და სარეკლამო სფეროში;
  • 3,3% - ვაჭრობისა და წარმოების სფეროში;
  • 5,3% კი სხვადასხვა მომსახურების სფეროში. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე TI-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი