რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, მათ შორის 1 ბავშვია

გამოქვეყნდა:

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთი ბავშვია.

ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 43-მდე მოქალაქეც. თუმცა, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

​ცნობისთვის, რუსეთის ძალები დღეს კრივი-რიჰს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. მათგან ერთი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, ხოლო მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი