ყველა მოღალატე დაისჯება - კახა ოქრიაშვილი კალაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"კახა კალაძემ ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული", - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ოქრიაშვილის თქმით, კალაძის განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ  საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.

"დილიდან „გამოგორდა“ თბილისის მერი, კალაძე განცხადებით, რომ მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ - რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის.

ერთი შეხედვით, კალაძე უვიცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

ყველა მოღალატე დაისჯება!", - წერს კახა ოქრიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი