"საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 30-31 ივლისს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

''როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით - მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს.'' - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას გაჩერდა. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ჩამოსული რუსი ტურისტები პორტიდან მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. პოლიცია აქციის მონაწილეებს ავტობუსებთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი