როცა ჩამოდის რუსი ტურისტი, მას დასდევს და კითხვას უსვამს [ოკუპაციაზე] ჟურნალისტი, ეს ხომ პროვოკაციაა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაციაა.

პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების განცხადებებზე ჰკითხეს, რომლებიც აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ და ამბობენ, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული არაა.

კობახიძემ ამ განცხადებებში კრიტიკული მედიის ჟურნალისტები დაადანაშაულა. მისი თქმით, ჟურნალისტები ტურისტებს პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ.

"ეს იყო პროვოკაცია, როდესაც რუსეთიდან ადამიანი შემოდის, დასდევს ჟურნალისტი კითხვას უსვამს ამ თემაზე, ეს ხო თავისთავად უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს, დაუსვამს ამ კითხვებს და მერე ამას აშუქებს ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია, მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომელცი ეკუთვნის ნაცმოძრაობას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი