რას მიაღწიეს მყვირალა სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? - კარასინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, სერგეი კარასინი 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა

"სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. ის ზოგჯერ ქრება, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც", - წერს კარასნი telegram-ზე.

31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული ლაინერი შემოვიდა, რომელმაც ქვეყენაში რუსი ტურისტები შემოიყვანა. არსებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რუსი ტურისტები გემიდან დილის 11:00 საათზე გადმოვიდნენ, პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. საერთო ჯამშ პოლიციამ აქციაზე 23 პირი დააკავა, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქე. დაკავებულებიდან 4-ის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ლაინერმა ბათუმის პორტი ისევ პროტესტის ფონზე, დაგეგმილზე ორი საათით ადრე 20:00 საათზე დატოვა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე ინფორმაცია აღარ იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი