
"ჩვენ არ გადავსულვართ კორდონს მიღმა, კორდონი გაიხსნა და თავად გამოვარდა გდდ, იტაცებდა ხალხს" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" "დროას" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენრი დოლიძე საუბრობს. დოლიძე მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.
ვიდეო სრულად:
ცნობისთვის, 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მოქალაქეები ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების, მათ შორის პუტინის მხარდამჭერი არტისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.