პოზიტიურია, კრიტიკა განპირობებულია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით - ვოლსკი EU-ს ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი საქართველოს შესახებ ევროკავშირის კრიტიკულ წლიურ ანგარიშს პოზიტიურად აფასებს.

ვოლსკის თქმით, დასკვნა მთლიანობაში პოზიტიურია და კრიტიკა "განპირობებულია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით".

"მთლიანობაში ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობ, ამ პოზიტიურმა მოხსენებამ განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან და სხვა ბევრ საკითხებთან მიმართებაში, საკმაოდ სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ოპონენტების გუნდში, რაც არ არის კარგი. არის საკითხები, რომელზეც კრიტიკა მოსასმენია, თუმცა არის თემები სადაც კრიტიკა განპირობებულია, გარკვეული კონექტურით და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიაში გადაგზავნა, თუნდაც სამჯერ მოსმენილი კანონის, ამ შემთხვევაში ნორმალურია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება", - თქვა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი