გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად - 12 წლის ანას დედა

გამოქვეყნდა:

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანას დედა, შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად ინფორმაციისთვის 5 000 დოლარს იხდის:

"გთხოვთ გააზიაროთ!!! გადავიხდი 5000 დოლარს ვინც რეალურ ინფორმაციას მომაწოდებს ჩემი 12წლის შვილის მკვლელის კვალზე გასასვლელად. ანონიმურობა დაცული იქნება სრულად" წერს ის ფეისბუქზე. 

შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს, თუმცა საქმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული და გამოუსადეგარია.  

ირკვევა რომ ნიმუშები არასათანადოდ იყო შენახული, რამაც მათი დაობება გამოიწვია და ახლა უკვე შეუძლებელია იმის დადგენა, ვის ეკუთვნის ანა იანუშაიტიტეს სხეულზე აღმოჩენილი უცხო პირის დნმ.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი