
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, შს მინისტრი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ იმყოფება სტიქიის ზონაში, თუმცა ის დისტანციურად მთლიანად ჩართულია მიმდინარე პროცესებში:
"ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. უწყება არის სრულად მობილიზებული" ამბობს პაპუაშვილი.
იხილეთ: