პოლიტიკური ინტერესის მყრალი სუნი აუდის - სარჯველაძე შოვზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

ქართულ ოცნებაში შოვში მომხდარი სტიქიური კატასტროფის თაობაზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ოპოზიციის ამ მოთხოვნას, კვლავ მათ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ: 

"საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა და ეს გავს პირველივე დღეს გამართულ იმ მიტინგს, თუ აქციას, რაც იყო. არ ვარგა ასე წინმსწრებად რაღაც ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულებს დაწერის მცდელობების. " განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

სავარაუდო სამოხელეო დანაშაული, გულგრილობა და უმოქმედობა - ამ კუთხით გამოძიების დაწყებას ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ არ შეაფასა არსებული საფრთხეები, არ მოუსმინა სპეციალისტების რჩევებსა და პროგნოზებს, რამაც უმძიმესი შედეგი გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი