
უკრაინის შეიარაღებული ძალები დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ჩონგარისა და გენიჩესკის ხიდებზე სარაკეტო შეტევას ადასტურებს.
ინფორმაციას უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ოფიციალური ტელეგრამ არხი ავრცელებს.
„დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ორ მთავარ საკომუნიკაციო გზას - ჩონგარის და გენიჩესკის საავტომობილო ხიდებს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - ნათქვამია შეტყობინებაში.