რომელ ევაკუაციის პროტოკოლზე ვსაუბრობთ? - ოთარ შამუგია კითხვაზე, როგორია ევაკუაციის პროტოკოლი შოვსა და გლოლაში?

გამოქვეყნდა:

რომელ ევაკუაციის პროტოკოლზე ვსაუბრობთ? - ასე პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტს შეკითხვაზე, როგორია ევაკუაციის პროტოკოლი შოვსა და გლოლაში? მინისტრი ამბობს, რომ ამას შესაბამისი სამსახურები განსაზღვრავენ, გარემოს ეროვნული სააგენტო კი აფასებს არსებული სიტუაციის რისკებს:

"იმ ბიულეტენებზე, რაზეც არის საუბარი, იქ არის, არამარტო ამ ტერიტორიაზე, უამრავ სხვა ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც შესაძლებელია განვითარდეს ღვარცოფული პროცესები..." - ამბობს მინისტრი.

წინასწარი შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებით კი მინისტრი შამუგია ამბობს, რომ შოვში ის არ არის:

დასავლეთ საქართველოშიც და ყველგან მიმდინარეობს მონიტორინგის და მეტეოროლოგიური სადგურების, მონიტორინგის სისტემების მონტაჟი, ამის შემდეგ ხდება დაკვირვება პროცესების, რომლის მერეც ხდება მონიტორინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, სად არის აუცილებელი  და ეფექტური წინასწარი შეტყობინებების სისტემების დაყენება. ზოგ შემთხვევაში ეს არ არის ეფექტური, ზოგ შემთხვევაში ეფექტურია. ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ.ეს პროცესი მიმდინარეობს და დაწყებულია 2014 წლიდან...დაწყებულია მეტეოროლოგიური სადგური, წინასწარი შეტყობინების სისტემა [შოვში] არ არის" ამბობს შამუგია.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დღეს საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა და წარმოადგინა  ვიდეო გრაფიკული მასალა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ოთარ შამუგიას თქმით, დასკვნის მიხედვით, სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო მეწყრული პროცესები 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი