საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს," - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Twitter-ზე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ დროისთვის 16 ადამიანის ეძებენ. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 14 იდენტიფიცირებულია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.
ასევე ნახეთ: