მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს გაკეთებული მის განცხადება, სადაც მინისტრი ამბობდა, რომ 2-3 წელში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემა გვექნებოდა. 

"რა თქმა უნდა, ესეც გახდა, სამწუხარო, სპეკულირების საგანი, აქაც გადაწყვიტეს, რომ ალბათ პოლიტიკური ქულები დაეწერათ, ან სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოეხდინათ თემის, რაც ასევე სამწუხაროა და მე ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შეუსაბამოა", - თქვა დავითაშვილმა. 

მისი განცხადებით, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს ან გვქონოდა, შოვში მომხდარი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.

"მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე, ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს და გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება, მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ, შეიძლება, დაცვა ვერ მოვახერხოთ", - თქვა დავითაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, სპეციალისტებიც საუბრობენ, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა,  მყისიერად მეწყრულ პროცესებს ვერ შეაჩერებდნენ და "სამწუხაროდ, ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ დადგებოდა".

მისი თქმით, 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინეს და დაამონტაჟეს, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას დააკვირდეს წყლის მატებას, ასევე, სადგურები იძლევა ამინდის ცვლილების შესახებ ინფორმაციას. 

"ჩვენ შევაფასეთ 20 ასეთი მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ თქვენ იცით, რომ შოვში, მაგალითად იგივე ჩვენი ანალიზის შესაბამისად ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ  ფიქსირდებოდა და შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა", - თქვა მინისტრმა. 

ასევე მისი თქმით, შეიძინეს ორი თანამედროვე რადარი და საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით ჯამში სამი რადარითაა დაფარული. 

დავითაშვილმა თქვა, რომ 11 მდინარის აუზში ჩატარდა ბუნებრივი საფრთხეების კვლევები რის საფუძველზეც რუკები გაკეთდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი