2020 წელს მთავრობა ვაშლის მოსავლის შესყიდვას დაასუბსიდირებს - გახარია

გამოქვეყნდა:

წელს, ყურძნის მოსავლის სუბსიდირებასთან ერთად, მოხდება ვაშლის მოსავლის შესყიდვის სუბსიდირებაც - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღევანდელი, 13 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სექტორალურად ეხმარება სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობას, ამის ძირითადი მიზანი კი, მისი თქმით, ისაა, რომ არც ერთი გრამი პროდუქტი, რომელსაც აწარმოებს ქართველი ფერმერი, დაუბინავებელი არ დარჩეს. 

ამ მოტივით იყო განპირობებული ყურძნის სუბსიდირება წლევანდელ წელს და შემდეგი ნაბიჯი, რასაც მთავრობა გადადგამს, იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება, - თქვა პრემიერმა. 

მისი განცხადებით, წელს საერთაშორისო ბაზარზე ვაშლის ფასი საგრძნობლად დაეცა, ამიტომაც მთავრობამ ვაშლის არასტანდარტული ფასით, კერძოდ 10 თეთრით შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ეს ქართველი ფერმერებისთვის იქნება დაახლოებით 22 თეთრი. "არაუმცირეს 22 თეთრისა", - თქვა პრემიერმა. 

გახარიას ცნობით, ყველა კომპანია, რომელიც ვაშლის შემსყიდველ შტაბში ჩაერთვება, მთავრობისგან დამატებით კილოგრამ ვაშლზე 10 თეთრს მიიღებს. 

ვაშლის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი