კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი "პაშა მერსედსი" თითქმის მილიონი დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი, პავლო ლებედი, იგივე პაშა "მერსედესი" თითქმის მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადვოკატის ცნობით, მან 33 მილიონი უკრაინული გრივნა გადახადა, რომელიც ლებედს პატიმრობის ალტერნატივად ჰქონდა შეფარდებული. 

პაშა მერსედესს" ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს. 30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა, რის გამოც შინაპატიმრობა 15 ივლისს დაპატიმრებით შეუცვალეს და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. პატიმრობის ალტერნატივად, კი 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრეს.

მაშინ ლებედი ამტკიცებდა, რომ გირაოს ფული არ ჰქონდა და ვერ გადაიხდიდა. უცნობია, ახლა როგორ მოახერხა მან ამ თანხის შეგროვება. ადვოკატი ამაზე არაფერს ამბობს.

სასულიერო პირი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი