რაჭის გზების აღდგენა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

რაჭაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების ბოლომდე შეკეთების სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღევანდელი, 13 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ დღეს რაჭაში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდა. მისი თქმით, ელექტროენერგია და წყალი ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა გზების კაპიტალურ სამუშაოებზე ფიქრისა და ამ სამუშაოების განსახორციელებლად სახსრების მოზიდვის დაწყების დროა. 

გახარიამ აღნიშნა, რომ გზების კაპიტალური სამუშაოები მალე ვერ დასრულდება და ამას, დაახლოებით, მომდევნო წლის გაზაფხულამდე დრო დასჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისის წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილი იყო სულ 12 სოფელი. 31 ივლისს კი რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე პოსტიდან გადადგა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი