"ოცნების" მთავრობა აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მთავრობა აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით - 8 აგვისტო- 2008 რასაც საზოგადოების უკმაყოფილება და საპროტესტო კომენტარები მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო. მთავრობის გვერდიდან კრიტიკულ კომენტარებს შლიან. 

განცხადება ომის წლისთავთან დაკავშირებით პრემიერმა ღარიბაშვილმაც ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

7 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე ხელისუფლებიდან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. "ოცნების" ლიდერები კი იქ ტრადიციულად 8-ში მიდიან და ამ ნაბიჯით რუსულ პროპაგანდას ავითარებენ, რომ თითქოს ომი არა 7-ში, არამედ 8 აგვისტოს, ქართული მხარის საპასუხოდ დაიწყო. 

ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა  რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. 

ომის დაწყების დღედ 7 აგვისტოს მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოებაც, დასავლელმა ლიდერებმა სწორედ 7-ში გააკეთეს ოფიციალური განცხადებები და რუსული ინტერვენცია კიდევ ერთხელ დაგმეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი