პრეზიდენტმაც არჩია აყვეს ენმ-ს პოლიტიკას, დღეს არ არის ძმათა სასაფლაოზე - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც იმეორებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "მანიპულაცია" არასწორია. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა აირჩია, როცა გუშინ, 7 აგვისტოს მიაგო პატივი ომში დაღუპულ გმირებს.

"მანიპულაცია თარიღებით, არის რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი, ჩვენ გვახსოვს, რომ სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. [...]

სწორედ მას შემდეგ, რაც ყველა სახელისუფლო შტო და ბერკეტი დაკარგეს [ნაციონალურმა მოძრაობამ] მათ გადაწყვიტეს, რატომღაც, ეს მათ უნდა ჰკითხოთ რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე.

ეს გასაგებიც არის. ამის პასუხი ძალიან მარტივია, ამის პასუხი არის თავად "ნაციონალური მოძრაობის" არსსა და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა საზოგადოებაში, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია აყვეს "ნაციონალური მოძრაობის" ამ პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე", - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა "ფეისბუქ" გვერდმა წელსაც გამოაქვეყნა სპეციალური ფოტო წარწერით - 8 აგვისტო - რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ომი არა 8, არამედ 7 აგვისტოს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი