არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა - ბურჭულაძე შოვზე

გამოქვეყნდა:

​თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ შოვის სტიქიისას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მეტი ვერტმფრენი გვეყოლებოდა თუ არა.

​ბურჭულაძე ასევე ამბობს, რომ ახალი ვერტმფრენები შეკვეთილია, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის გვეყოლება.

"ვერტმფრენებზე გაგეცით უკვე პასუხი. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ის, რომ ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და ვერტმფრენების შეკვეთიდან იწყება კონკრეტული ვერტმფრენის დამზადება. ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, ახალი ვერტმფრენი, რომ მიხვიდე და სადმე იყიდო პირდაპირ. ვერტმფრენზე იღებენ შეკვეთას და მას შემდეგ იწყებენ დამზადებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ დროისთვის 16 ადამიანის ეძებენ. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 14 იდენტიფიცირებულია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი