ივანიშვილის შექმნილი კურსი არც საქართველოს აწყობს და არც აშშ-ს - გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების მხრიდან 2020-ის არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების მოთხოვნამ უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო - ასე აფასებს ოპოზიცია დღეს შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობასა და დასავლეთს შორის არსებულ ურთიერთობებში. ასეთი გზავნილი იყო მაიკ პომპეოს ზარი გიორგი გახარიასთან, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირდაპირ საუბრობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამერიკის ყურადღების ასეთი გამახვილება პრინციპული გზავნილია. 

ეს არის აშშ-ის ძალიან მტკიცე მოლოდინი გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის, გააგრძელებს საქართველო დასავლეთისკენ ინტეგრაციას ან აირჩევს ივანიშვილის ხელით პუტინის ორბიტაზე გადასვლას, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ბოლო წლის განმავლობაში კურსი, რომელზეც ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის ინტერესებშიც არ შედის. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირეები და პირველ რიგში აშშ იღონებს ყველა ზომას, რომ არანაირ ექსცესებს და რისკებს არ ჰქონდეს ადგილი და ქართველი ხალხის ნებას, რაც მდგომარეობს ხელისუფლების ცვლილებეაში და დაბალანსებული, კოალიციური მთავრობის მოსვლაში, ამ ნებას ყოველგვარი პრობლებების გარეშე შეესხას ხორცი, - აცხადებს კანდელაკი. 

 საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობა, - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე "საქართველო და სამეზობლო" ისაუბრა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი