სახალხო დამცველის ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), მათი მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა ე.წ. "უცხოელი აგენტების" შესახებ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე. როგორც სახალხო დამცველი წერს, ეუთოს ოფისმა აღნიშნული ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა.
"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა," - ამბობს სახალხო დამცველი.
გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ:
დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში.
დასკვნა საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს ამ და სხვა საკითხებს. მისი სრული ვერსიის გაცნობა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებდა ე.წ. რუსული კანონის მიღებას, რომელიც "უცხოელი გავლენის აგენტად" აცხადებდა დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას. თუმცა, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვიეს.