ჩემი სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს - ქიქოძე

გამოქვეყნდა:

მწერალი არჩილ ქიქოძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას ეხმაურება და ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა ლომოურს სოლიდარობას უცხადებს.

"ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის მთელ გუნდს. ამ შენობის კარი არც ნატაშას მისვლამდე გამიღია და არც მაშინ გავაღებ, თუკი იქ საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალების ნაცვლად კოლექტიური სოსო ჭუბურიძე დამხვდება", - წერს ქიქოძე.

ნატა ლომოური ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, უფლებამოსილების ვადა 4 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა სამინისტრო "დაჩქარდა".

მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანება უკვე გამოიცა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი