ვიფიქრე, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, რატომ მოჰყვა დანიშვნას პროტესტი? - დუმბაძის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

მწერალთა სახლს, 4 სექტემბრიდან, ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანება უკვე გამოიცა. "მთავარ არხთან" საუბრისას ჯერ კიდევ "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ გაუგებარია მწერლების ნაწილის მღელვარება, რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

დუმბაძის თქმით, მწერლებთან დაპირისპირება არასდროს ჰქონია.

"რატომ მოჰყვა პროტესტი? პროტესტის გარდა სხვა არაფერი მოჰყოლია?! [თქვენ რა გაიგეთ? ოვაციები მოჰყვა?] ესეც არის და ისიც. [...] მწერლების უმეტესობას მე ვიცნობ პირადადაც და არასდროს დაპირისპირება მათთან არ მქონია, პირიქით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ვემსახურებოდი ამ სფეროს და ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვინმე თვლის, რომ რაიმე შეიცვლება მწერალთა სახლში უარესობისკენ?" - თქვა დუმბაძემ. 

ნატა ლომოური, მწერალთა სახლის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, უფლებამოსილების ვადა 4 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა სამინისტრო "დაჩქარდა".

მან ახალ დირექტორს წარმატება უსურვა.

"ძალიან მოულოდნელი არ იყო, მე ამას ველოდებოდი უბრალოდ ნოემბერში, იმიტომ, რომ ბოლოს 2019 წელს, ნოემბერში დავინიშნე მწერალთა სახლის დირექტორიად. უფრო დაჩქარდა სამინისტრო, ვეღარ მოითმინა 4 ნოემბრამდე. ეს ვიცოდი, რომ ცვლილებას აპირებდნენ, თუმცა მაინც იმედი მქონდა, რომ ისეთი წარმატებული გუნდი, როგორიც ჩვენ ვიყავით, რატომაც არა, რატომაც არ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაგრძელება", - ამბობს ლომოური.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი