გამყიდველი, მოღალატე, მხდალი კაცი | ღარიბაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან ისევ მიხეილ სააკაშვილი გალანძღა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო - გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მედიასთან კომენტარის დროს ამჯერადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გალანძღა.

"საუბედუროდ, ამავე დღეს სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, იმიტომ, რომ ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს, ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო, მას ჰყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც ეს ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიუთითებს, მეგობრებო, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები რომ იტყვიან, ლომების არმია იბრძოდნენ თავდადებით, თავგანწირვით, ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე განცხადებით, საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა.

ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდანაც გალანძღა. მისი მტკიცებით, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და მესამე პრეზიდენტის საქციელის გამო დიდი სირცხვილი ჭამა საზოგადოებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი