ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო - ბურჭულაძე შოვზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შოვში ვერ დაინახეს მეწყერის რაიმე წინაპირობა შეიძლებოდა ყოფილიყო. მისივე თქმით, როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს. 

"მე იქ ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გამოძიება როდესაც ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. ეს ცალსახაა. და რაც შეეხება წინაპირობას, პირადად მე არ დამრჩენია შეგრძნება, რომ ამ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა," -  განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 12 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი