ყოველთვის დავდივართ საოკუპაციო ხაზზე - "ოცნების" დეპუტატებმა კონკრეტული სოფელი ვერ დაასახელეს

გამოქვეყნდა:

დღეს შინდისში დაღუპულ გმირებს რიგით მოქალაქეებთან ერთად პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ადგილზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, პარლამენტარები.

"მთავარმა არხმა" რამდენიმე მათგანს ჰკითხა, როდის იყვნენ ბოლოს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, სადაც მათ ჩასვლას ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ითხოვს. თუმცა, არცერთმა მათგანმა კონკრეტული თარიღი და სოფელი არ დაასახელა.

"ტყუილია, დიდი ბოდიში, ტყუილია. ჩვენ ყოველთვის დავდივართ საოკუპაციო ხაზზე... არა მარტო აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენ ყოველთვის, მუდმივად დავდივართ საოკუპაციო ხაზზე. სამეგრელოშიც დავდივართ, აფხაზეთის მიმართულებით და ასევე ხურვალეთის მიმართულებით," - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ.

აღნიშნულ კითხვას "უპასუხა" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა, რომელიც ისევ თავს დაესხა ჟურნალისტს:

"ეს მინდა, რომ კარგად დაიმახსოვროთ თქვენ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენს გემოვნებაში რომ არ ვჯდები, ეს უკვე კარგია, ამიტომ, ნერვებს გაუფრთხილდით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აბსოლუტურად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყოველგვარი პომპეზურობის, ყოველგვარი კამერების გარეშე, რა თქმა უნდა, და არა ისე როგორც, მაგალითად, თქვენი პარტიული ბოსები, იმდროინდელი ბოსები თუ დღევანდელი ბოსები ამას აკეთებდნენ, ეს იყო სამარცხვინო," - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა.

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი