მთელი ეს კამპანიური პოლიტიკური მცდელობა დაშნების, არის უსაფუძვლო - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით და ირწმუნება, რომ გზა აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშენებლობა ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
მან ცილისწამება და უწოდა შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ამის დამამტკიცებელი ფაქტი არავის წარმოუდგენია, რადგან არ არსებობს:
"არის აბსოლუტური ცილისწამება. 5 წელია რაც სამინისტროს სისტემაში ვსაქმიანობ და არც ერთი ფაქტი კორუფციის დამადასტურებელი არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ბუნებაში არ არსებობს...
ჩვენი მთავარია ამოცანაა რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად გამომდინარე იმ ნამდვილი რეალობიდან, რაც რიკოთზე არსებობს. რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო, რიკოთი შენდება ისეთი პროექტით და იმდაგვარი ჩართულობით ყველა მაღალი დონის სპეციალისტის, რომ რიკოთი იქნება ასევე ძალიან უსაფრთხო გზა" განაცხადა ქარსელაძემ.
განმარტებები ინფრასტრუქტურის მინისტრს მას შემდეგ დასჭირდა, რაც პარტია ლელომ რიკოთთან დაკავშირებით საერთაშორისო ფინანსური აუდიტის ჩატარება მოითხოვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათი ცნობით, რიკოთზე გზას საეჭვო წარსულის მქონე ჩინური კომპანიები აშენებენ და სამივე ჩინური კომპანია, რომელსაც სხვადასხვა მონაკვეთი აქვთ ჩაბარებული, სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მხილებულები არიან კორუფციულ გარიგებებში, სამშენებლო ნორმების დარღვევასა და არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში.