რაჭველები დღეს დაღუპულ და-ძმა გუტაშვილებს გამოემშვიდობნენ - ბოლო ცნობები შოვიდან

გამოქვეყნდა:

რაჭველები დღეს შოვის სტიქიისას დაღუპულ და-ძმა გუტაშვილებს გამოემშვიდობნენ. დამანგრეველმა მეწყერმა ამ ოჯახიდან 9 ადამიანი მოიყოლა, მათგან 6 ჯერ არ უპოვიათ.

შოვში სამძებრო სამუშაოების მე-10 დღე უშედეგო აღმოჩნდა -  მაშველების დაუღალავი შრომის მიუხედავად, დღეს დაკარგულებიდან ვერავინ იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 20 ცხედარია იდენტიფიცირებული. 9 ადამიანს ისევ ეძებენ.

დღეს სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და 54 კმ-ის სიგრძის პერიმეტრი მოიცვა. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მასის 40% უკვე შემოწმებულია.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალურ მონაცემებით, შოვის სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. 11 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი