სვანეთში ჩარჩენილები სამყაროსგან იზოლაციას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

სვანეთში ჩარჩენილები სამყაროსგან იზოლაციას აპროტესტებენ. წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონში მყოფებს შიდა გადაადგილება და სურსათით მომარაგება უჭირთ.

ჩაკეტილ ტერიტორიაზე შესვლა სასტუმროს მფლობელებსა და/ან დისტრიბუციის თანამშრომელებს სპეციალური საშვით შეუძლიათ. მუნიციპალიტეტში დილიდან განახლდა მოქალაქეების თერმოსკრინინგი. 

რაც შეეხება ქვეყნაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციას - დღეს, 13 აგვისტოს გამოვლინილი 5 ახალი შემთხვევიდან ლენჯერის კლასტერს 2 უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი