რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინამ ბელგოროდზე თავდასხმა ისევ სცადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს, დაახლოებით დილის 4 საათზე, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე შეტევა ისევ სცადა. 

თუმცა, უწყების მტკიცებით, დრონი აღმოაჩინეს და ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე გაანადგურეს. 

როგორც რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონზე დრონით თავდასხმა 12 აგვისტოს საღამოსაც სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი