გომელაურმა სტიქიის ზონა მოინახულა

გამოქვეყნდა:

შს მინისტრმა შოვში სტიქიის ზონა მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა ვერტმფრენიდან დაათვალიერა დამეწყრილი ზონა და ის ტერიტორია,სადაც უკვე 11 დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრმა მაშველებიც მოინახულა და საგანებო სიტუაციების შტაბში მიიღო ინფორმაცია იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გომელაური შოვში გიორგი დუდაშვილსაც შეხვდა, რომელმაც მეწყერის დროს ცოლი და სამი შვილი დაკარგა. ერთ-ერთის, 7 წლის ლუკას დაღუპვა 6 აგვისტოს დადასტურდა. ქალს და კიდევ ორ ბავშვს კი ამ დრომდე ეძებენ. 

გომელაური რაჭაში დღეს პირველად ჩავიდა და სავარაუდოდ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარსაც გააკეთებს. 

შს მინისტრი ამჟამად ონში იმყოფება, სადაც ფოლკლორისტ გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება. სულთანიშვილი შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მისი პანაშვიდი ონის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი