რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე კითხვას, გვყავს თუ არა ღამის ვერტმფრენები, პასუხობს, რომ "კომპეტენტური არ არის". როგორც ირკვევა, მაჟორიტარს მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს საკითხი არც მოუკითხავს:
''მოდით, მე არ ვარ კომპეტენტური და ჰკითხეთ სპეციალისტებს. არა, ვიცი რომ ვერ ვიმუშავეთ ღამის საათებში, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. არ ვიცი ეხლა, ამაზე ისევ აპელირება და ისევ ამაზე დაბრუნება... ჩვენ ვგლოვობთ და სხვა პრობლემები გვაქვს.''- ამბობს მაჟორიტარი.
შეგახსენებთ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში, ტრაგედიიდან მე-11 დღეს, დღეს პირველად ჩავიდა და განაცხადა, რომ "ღამის ფრენის საშუალებები" არსებობს, თუმცა მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის - გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული - თქვა მინისტრმა.
იხილეთ ასევე: